რუსეთი არ უნდა ერეოდეს ნატო-ში რომელიმე ქვეყნის გაწევრიანების პროცესებში - სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 2021-01-18 20:57:00

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთი არ უნდა ერეოდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რომელიმე ქვეყნის გაერთიანების პროცესებში, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე და ეს ქვეყნები დემოკრატიული პროცედურების გავლის შემდეგ თავად იღებენ ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას.

"ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ეხება უშუალოდ თავად კანდიდატ-ქვეყანას და ნატოს. რუსეთს არ აქვს უფლება ჩაერიოს პროცესში და დაბლოკოს ის", - განაცხადა სტოლტენბერგმა პარიზის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ონლაინკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.