ინდოეთში ვაქცინაციის პირველივე დღეს 150 ათასზე მეტი მოქალაქე აიცრა

საქართველო, თბილისი - 2021-01-16 22:58:00

16 იანვარს ინდოეთში, რომლის მოსახლეობა 1 350 000 000-ზე მეტი ადამიანს ითვლის, კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის პროცესი დაიწყო.

ინდოეთის ჯანმრთელობის მინისტრის ინფორმაციით, ვაქცინაციის პირველივე დღეს 165 714 ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანი აიცრა.

მისივე თქმით, ინდოეთის მასშტაბით გახსნილია 3 351 ვაქცინაციის ცენტრი, სადაც 16 755 ვაქცინაციის სპეციალისტია დასაქმებული.

ინდოეთის მთავრობამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა ორ ვაქცინაზე გასცა - ერთი Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინაა, ხოლო მეორე ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech-ის ვაქცინა სახელად Covaxin-ი.

ინდოეთში კორონავირუსის 10.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 152 000-ზე მეტი ადამიანი.