მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 2021-01-15 21:56:00

მსოფლიოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ჰოპკინსის ინფორმაციით, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 000 905-ს მიაღწია.

კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნები არიან შეერთებული შტატები, სადაც ვირუსულ ინფექციას დაახლოებით 390 000 ადამიანი ემსხვერპლა. მას მოსდევს ბრაზილია, სადაც კორონავირუსით 200 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა და ინდოეთი, სადაც დაახლოებით 150 000 პაციენტი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, მსოფლიოში კორონავირუსის 93 418 283 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 51 536 442 ადამიანი.