ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საფრანგეთი რეგულაციებს ამკაცრებს

საქართველო, თბილისი - 2021-01-15 13:35:00

საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესებული რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით:

2021 წლის 16 იანვრიდან, სულ მცირე 15 დღის განმავლობაში, საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი საღამოს 20:00 საათის ნაცვლად საღამოს 18:00სთ-დან დაიწყება და დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს,

18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შემსვლელთათვის სავალდებულო ხდება:

➡️გამომგზავრებამდე (ტესტი აღარ გაკეთდება საფრანგეთში შემოსვლისას), 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR - ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა,

➡️7-დღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი PCR-ტესტის გაკეთება.