Twitter-მა რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ანგარიში დაბლოკა

საქართველო, თბილისი - 2021-01-14 22:10:00

Twitter-მა რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ანგარიშზე წვდომა შეზღუდა. იტყობინება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი.

ფონდის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათთვის უცნობია, რატომ შეიზღუდა ანგარიშზე წვდომა და მიზეზების დადგენას ცდილობენ. 

ამასთან, ფონდმა მოუწოდა ანგარიშის მიმდევრებს, Twitter-ის ადმინისტრაციას ანგარიშის აღდგენის თხოვნით მიმართონ.

რუსული სამეცნიერო ცენტრი "გამალეი" ვაქცინის დამზადებაზე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან თანამშრომლობით მუშაობს.