ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს ლედი გაგა იმღერებს

საქართველო, თბილისი - 2021-01-14 18:03:00

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ინაუგურაციაზე ეროვნულ ჰიმნს პოპმუსიკის ვარსკვლავი ლედი გაგა შეასრულებს.

ინფორმაცია დაადასტურა ბაიდენ-ჰარისის საინაუგურაციო კომიტეტმა.

ინაუგურაცია ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობასთან 20 იანვარს გაიმართება. ინაუგურაციის შემდგომ ღონისძიებას ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენკსი გაუძღვება.