სატელევიზიო სერიალი "სექსი დიდ ქალაქში" ეკრანს უბრუნდება

საქართველო, თბილისი - 2021-01-11 12:07:00

საკულტო სატელევიზიო სერიალი "სექსი დიდ ქალაქში" ეკრანებს უბრუნდება. ინფორმაცია სარა ჯესიკა პარკერმა, სინტია ნიქსონმა და კრისტინ დევისმა ოფიციალურად დაადასტურეს.

სერიალის ახალ პროექტზე HBO Max-ი იმუშავებს.

გასულ შაბათ-კვირას, სერიალის ყოფილმა მსახიობებმა Instagram-ის საკუთარ გვერდებზე თიზერი გამოაქვეყნეს: ვიდეო შედგება ნიუ-იორკის კადრებისა და კერი ბრედშოუს (სარა ჯესიკა პარკერის გმირი) მინაწერით "ამბავი გრძელდება".

"სექსი და ქალაქი" ეკრანებზე მინი სერიალის ფორმატით დაბრუნდება, მაგრამ The Hollywood Reporter- ის თანახმად, ცნობილი ოთხეულის ყველა მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ახალ პროექტში. მსახიობმა კიმ კატრალმა, რომელიც სამანტას როლს ასრულებდა, უარი თქვა მინისერიალში მონაწილეობაზე.

მინისერიალი 30-წუთიანი 10 ეპიზოდისგან შედგება და მოგვითხრობს სერიალის გმირების ცხოვრებას მას შემდეგ, რაც 50 წელს მიაღწიეს.

როგორც იუწყებიან, მინისერიალის გადაღებები 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by SJP (@sarahjessicaparker)