ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 2020-12-29 20:57:00

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში COVID-19-ით კიდევ 53 135 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ჯანდაცვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან. წინა რეკორდი - 41 385 ინფიცირებული, გუშინ, 28 დეკემბერს დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში, Covid-19-ით 414 ადამიანი გარდაიცვალა, გუშინ ეს მაჩვენებელი 357 იყო.

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ ბრიტანეთში 2,3 მილიონს მიაღწია. დიდი ბრიტანეთი ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს.

ბრიტანეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით გარდაცვლილია 71 ათასზე მეტი ადამიანი.