კამალა ჰარისმა კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

საქართველო, თბილისი - 2020-12-29 20:45:00

შეერთებული შტატების არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ, ტელეკამერების წინ გაიკეთა.

კამალა ჰარისმა ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Moderna-ს ვაქცინა მიიღო.

"მსურს ყველას მოვუწოდო ვაქცინის მიღება - ეს უმტკივნეულო და უსაფრთხოა ... მეცნიერებს ვენდობი", - თქვა კამალა ჰარისმა ვაქცინაციის შემდეგ.

მანამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა.

ფოტო: AP