ბრიტანელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მარგარეტ თეტჩერი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასა და ბრექსიტს თავს ყველაზე უკეთ გაართმევდა

საქართველო, თბილისი - 2020-12-23 20:01:00

ბრიტანეთის მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ მარგარეტ თეტჩერი ყველა სხვა ყოფილ პრემიერ-მინისტრზე უკეთ გაართმევდა თავს ისეთ მნიშვნლოვან საკითხებს, როგორებიცაა Brexit-ი და კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა. ასეთია სოციოლოგიური კომპანია JL Partners-ის მიერ, გამოცემა Daily Mail-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები.

ონლაინგამოკითხვაში, რომელიც 18-20 დეკემბერს ჩატარდა 2 020-მა ბრიტანელმა მიიღო მონაწილეობა. 

შეკითხვაში, თუ რომელი პრემიერ-მინისტრი გაართმევდა უკეთ თავს ქვეყნის მართვას, იგულისხმებოდნენ პრემიერ-მინისტრები, რომელთაც ეს თანამდებობა 1976 წლის შემდეგ დაიკავეს.

გამოკითხულთა 32%-მა მხარი მარგარეტ თეტჩერს დაუჭირა. 11% ლეობორისტ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს მიემხრო.

დანარჩები პროცენტები შემდეგნაირად განაწილდა:

გორდონ ბრაუნი - 6%

დევიდ კამერონი - 5%

ჰაროლდ უილსონი - 3 %

ტერეზა მეი - 2%

ჯონ მეიჯორი - 2%

გამოკითხულთა 39%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

მარგარეტ თეტჩერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი იყო 1975-1990 წლებში. ის იყო მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი და 2016 წლამდე ამ პოსტზე ერთადერთი ქალი.

თეტჩერის მეტსახელი "რკინის ლედი“ ასოცირდებოდა მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან.