კორონავირუსი ანტარქტიდაზეც გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 2020-12-22 15:42:00

ანტარქტიდა კორონავირუსისგან თავისუფალი ერთადერთი კონტინენტი აღარ არის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩილეს სამეცნიერო სადგურზე 36 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ყინულოვან კონტინენტზე მდებარე სამეცნიერო სადგურ Bernardo O’Higgins Riquelme-ზე გამოვლინდა.

არსებული ინფორმაციით, 36-დან 26 სახედრო მოსამსახურეა, 10  კი კონტრაქტორ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც ანტარქტიდის ბაზაზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

ამ დროისათვის ინფიცირებულები ევაკუირებულები არიან. სადგურზე კი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.