ევროპის წამლის სააგენტომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 2020-12-21 18:35:00

ევროპის წამლის სააგენტომ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ევროპულ ქვეყნებს მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა წამოიწყონ.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველად დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ დაამტკიცა. ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტომაც.

Pfizer/BioNTech-ის შექმნილი ვაქცინით მასობრივი იმუნიზაციის პროგრამები უკვე დაიწყო ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და ისრაელში.