ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

საქართველო, თბილისი - 2020-12-20 12:44:00

შაბათს, 19 დეკემბერს ისრაელში კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაიკეთა.

კორონავირუსის ვაქცინა ნეთანიაჰუმ პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ისრაელში ტრანსპორტირება გასულ კვირას დაიწყო. ოფიციალური უწყებების განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების შესაძენად,

ისრაელში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციას მოახერხებენ.

გამოკითხვების თანახმად, ისრაელის მოსახლეობის ორი მესამედი აპირებს გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ოფიციალური პირები ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლოება, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.

ისრაელში, სადაც 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის 372 401 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 3 070 ადამიანი.

ფოტო: Reuters