კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების ფონზე, ბრიტანეთში განგაშის მე-4 დონე ამოქმედდა

საქართველო, თბილისი - 2020-12-19 23:15:00

კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების ფონზე, 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ. კოვიდგანგაშის ახალი, მეოთხე დონის სისტემა Tier Four ამოქმედდება.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

"ამ ვითარების გათვალისწინებით, შობას ისე ვერ შევხვდებით, როგორც ვგეგმავდით", - დასძინა ჯონსონმა.

განგაშის მე-4 დონე გულისხმობს შემდეგ შეზღუდვებს:

ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით;

სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;

სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;

ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი გასართობი იხურება;

პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდგანგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ;

აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამ დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ. მხარდამჭერი წრის წევრების მონახულება;

აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩენის შესახებ 14 დეკემბერს გახდა ცნობილი.