გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება

საქართველო, თბილისი - 2020-12-17 09:52:00

გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 27 დეკემბრიდან დაიწყებს. იუწყება Reuters-ი ბერლინის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით.

ვაქცინაციის საწყის ეტაპზე პრიორიტეტი ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს მიენიჭებათ.

"ფედერალური მიწები 27 დეკემბერს დაიწყებენ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას", - ნათქვამია ბერლინის მთავრობამ განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის ფედერალური მინისტრისა და გერმანიის 16 მიწის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

როგორც ევროკავშირის წევრი, გერმანია უნდა დაელოდოს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცებას ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.

ვარაუდობენ, რომ სააგენტო ვაქცინას საბოლოოდ 23 დეკემბერს დაამტკიცებს.