საფრანგეთში იხვის ფერმაში ფრინველის გრიპი გავრცელდა

საქართველო, თბილისი - 2020-12-08 14:36:00

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იხვების ფერმაში დაფიქსრიდა ფრინველის გრიპის H5N8 შემთხვევები. 

მათივე ინფორმაციით, ეს ამ წელს საფრანგეთში ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევაა.

გუშინ, ამ ფერმის ირგვლივ, სადაც 6 000 იხვი დაინფიცირდა H5N8 ტიპის ვირუსით, შეიქმნა უსაფრთხოების ზონა, რაც გულისხმობს დამატებით მონიტორინგს და სანიტარულ ზომებს.

როგორც Reuters-ი იუწყება, ევროპაში ფრინველის გრიპი სწრაფად ვრცელდება, რის გამოც ფრინველის ინდუსტრია მზადყოფნაშია, ვინაიდან გრიპის წინა აფეთქებებმა მილიონობით ფრინველის განადგურება გამოიწვია.

გავრცელებული ცნობით, H5N8 ტიპის ვირუსი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.