მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 65 მილიონს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 2020-12-04 13:23:00

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 65 016 336 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1,5 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.

საქართველოში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსის 152 704 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1425 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 126 904 პაციენტი.

ფოტო: AP