ავღანეთში, სამხედრო ბაზასთან აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2020-11-29 13:45:00

ავღანეთის ქალაქ ღაზნიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ავღანეთის შეიარაღებული ძალების ბაზასთან მოხდა. იუწყება სააგენტო Ariana News-ი.

გავრცელებული ცნობით, დაშავდა 20 ადამიანი. არსებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა უმტესობა სამხედრო პირია.

დამატებითი ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება.