"ქუთაისის უნივერსიტეტი" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ონლაინტრენინგების ციკლს იწყებს

საქართველო, თბილისი - 2020-11-26 19:59:00

"ქუთაისის უნივერსიტეტი"(UNIK) რეგიონის ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ონლაინტრენინგების ციკლს იწყებს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თემაზე - "მედია და ქალთა ძალადობა“ 1-ელ დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.

რა უნდა ვიცოდეთ ძალადობის შესახებ, ვიდრე რესპონდენტთან შეხვედრას დავგეგმავთ? როგორ დავიწყოთ საუბარი და როგორ დავიმსახუროთ რესპონდენტის ნდობა? - ამ და სხვა კითხვებზე მონაწილეებს ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერთიფიცირებული ტრენერი გელა სიორდია უპასუხებს.

"ქუთაისის უნივერსიტეტისთვის" პრიორიტეტია მისი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის ეფექტური ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში და სხვადასხვა პროფესიული წრის ინფორმაციული, ან საკონსულტაციო მხარდაჭერა", - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.