რუსეთის პატრიარქი "Одноклассники"-ში დარეგისტრირდა

საქართველო, თბილისი - 2020-11-20 16:34:00

მოსკოვისა და სრულიად რუსის პატრიარქი კირილი რუსულ სოციალურ ქსელ "Одноклассники"-ში დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს განცხადებით, პატრიარქის ოფიციალურ გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება მისი გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები ქადაგეგებიდან და ვიდეოგამოსვლები.

"სოციალურ ქსელ "Одноклассники"-ში გამოჩნდა მოსკოვისა და სრულიად რუსის პატრიარქის კირილის ოფიციალური გვერდი. ანგარიშის გახსნა ემთხვევა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის დაბადების დღეს, რომელიც დღეს 74 წლის ხდება", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, პატრიარქის გვერდის შექმნა სოციალურ ქსელში "გახდება რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის მედიასივრცეში ყოფნის მნიშვნელოვანი ელემენტი".

მანამდე რუსეთის პატრიარქის ოფიციალური გვერდები გაიხსნა Facebook-სა და რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ში.