კორონავირუსის პადემინას მხოლოდ ვაქცინა ვერ შეაჩერებს, მას მხოლოდ მისი შეკავება შეუძლია. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა.
"COVID-19-ის პანდემიის დასაწყისიდანვე ვიცოდით, რომ ვაქცინა აუცილებელია პანდემიის შეკავებისთვის. მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ვაქცინა შეავსებს ჩვენს ხელთ არსებულ სხვა საშუალებებს და არ ჩაანაცვლებს მათ", - დაწერა "ტვიტერზე" ღებრეიესუსმა.
Since the beginning of the #COVID19 pandemic, we knew that a vaccine would be essential for bringing the pandemic under control. But it’s important to emphasise that a vaccine will complement the other tools we have, not replace them. #EB147 #ACTogether
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) November 16, 2020
Initial supply of #COVID19 vaccines will be limited, so #healthworkers, older people & other at-risk populations will be prioritised. That will hopefully reduce the number of deaths & enable health systems to cope, but the virus will still have a lot room to move. #EB147
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) November 16, 2020
A vaccine on its own will not end the #COVID19 pandemic. We will still need to continue:
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) November 16, 2020
-Surveillance
-Testing, isolating & caring for cases
-Tracing & quarantining contacts
-Engaging communities
-Encouraging individuals to be careful #ACTogether #EB147
მისივე განცხადებით, თავდაპირველად ვაქცინა შეზღუდული რაოდენობისა იქნება და უპირატესობა ექიმებს, ხადაზმულებსა და რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს მიანიჭებათ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა სხვა საშუალებებთან ერთად შეამცირებს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას და საშუალებას მისცემს ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებს გაუმკლავდნენ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.
შეგახსენებთ, დღეს, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ, წინასწარი შეფასებით, 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
გასულ კვირას, BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელზეც ისინი ერთობლივად მუშაობენ, 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.