აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა მოწინააღმდეგემ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა "გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბებული იყო".
"მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბებული იყო. დამკვირვებლებს არ უშვებდნენ, ხმებს კერძო მემარცხენე რადიკალური კომპანია Dominion-ი ითვლიდა, რომელსაც ცუდი რეპუტაცია და ცუდი აღჭურვილობა აქვს, რომელმაც კვალიფიკაცია ვერ გაიარა ტეხასში, რომელიც მე მოვიგე დიდი უპირატესობით, კიდევ "ყალბი და მდუმარე მედიასაშუალებები და სხვა!"- დაწერა ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ზე.
შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა.
He won because the Election was Rigged. NO VOTE WATCHERS OR OBSERVERS allowed, vote tabulated by a Radical Left privately owned company, Dominion, with a bad reputation & bum equipment that couldn’t even qualify for Texas (which I won by a lot!), the Fake & Silent Media, & more! https://t.co/Exb3C1mAPg
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 15, 2020
მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებს, რომ სულ მცირე 2.7 მილიონი ხმა "მოპარეს".
შეერთებული შტატების ფედერალური არჩევნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების განცხადებით, 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნები "ამერიკის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო" იყო.
მათი განცხადებით, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ხმის მიცემის რომელიმე სისტემამ წაშალა, დაკარგა ან შეცვალა ხმები, ან რაიმე ფორმით იქნა კომპრომეტირებული.
ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ბიუროს (CISA) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
CISA-ს განცხადებით, მიუხედავად არაერთი დაუსაბუთებელი ბრალდებისა, სრულიად არინ დარწმუნებულნი, რომ არჩევნები ჩატარდა უსაფრთხოდ და სამართლიანად.