მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2020-11-15 14:01:00

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

სახელმწიფო მეთაურის თანამდებობის დასაკავებლად პრორუსული ორიენტაციის მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და პროდასავლური პარტიის, "მოქმედებისა და სოლიდარობის" კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ იბრძვიან.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მაია სანდუმ 36.1% პროცენტი მოიპოვა, ხოლო იგორ დოდონმა - 32,6%.

ფოტო: EPA