ყარაბაღში ესკალაციის განახლებიდან 2 317 სომეხი სამხედრო დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 2020-11-14 23:50:00

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივან ალინა ნიკოღოსიანის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ესკალაციის დაწყებიდან - 27 სექტემბრიდან 9 ნოემბრამდე 2 317 სომეხი სამხედრო დაიღუპა.

"დღემდე ჩვენმა სასამართლო-სამედიცინო სამსახურმა ჩაატარა 2 317 სამხედრო მოსამსახურის ცხედრის ექსპერტიზა. მათი ნაწილის იდენტიფიცირება ვერ დგინდება. მოწინააღმდეგის მხარეს დარჩენილი სამხდროების ცხედრების გაცვლა ახლახან დაიწყო და დაპირიპირებული მხარეები ამ მომენტისთვის არ ფლობენ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ მონაცემებს", - წერს ნიკოღოსიანი Facebook-ზე.

ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, დაღუპულია 1 382 ადამიანი.