შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ ტრამპმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორი კრისტოფერ მილერი დანიშნა.
I am pleased to announce that Christopher C. Miller, the highly respected Director of the National Counterterrorism Center (unanimously confirmed by the Senate), will be Acting Secretary of Defense, effective immediately..
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 9, 2020
"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ კრისტოფერ მილერი, ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორი უაღრესად პატივცემული დირექტორი (სენატის მიერ ერთხმად დამტკიცებული), თავდაცვის დროებითი მდივანი იქნება და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში", - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.
დონალდ ტრამპმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა თავდაცვის აწ უკვე ყოფილ მდივანს.
სააგენტო Reuters-ი ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში იუწყებოდა დონალდ ტრამპის ამ განზრახვის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა, მარკ ესპერი ეწინააღმდეგებოდა ტრამპის ზოგიერთ გადაწყვეტილებას.