სომხეთში რუსული ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 2020-11-09 20:48:00

სომხეთში რუსული ვერტმფრენი მი-24 ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ვერტმფრენი, რომელსაც რუსული 102-ე ბაზის ავტოკოლონა მიყვებოდა, ხმელეთიდან გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ცეცხლში მოექცა.

უწყების ინფორმაციით, სომხეთის საჰაერო სივრცეში, დასახლებულ პუნქტ ერასხთან, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის (აზერბაიჯანი) საზღვართან, მი-24-ს ცეცხლი გაუხსნეს. ვერტმფრენი სომხეთის მთიან ადგილზე ჩავარდა.