რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
"მე და სოფია [მეუღლე] ვულოცავთ გამარჯვებას ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. ჩვენი ერი იმსახურებს, რომ კონკურენტმა მხარეებმა თანამშრომლობა და ერთად მუშაობა შეძლონ", - აცხადებს კინზინგერი.
Sofia and I extend our Congratulations to Joe Biden and Kamala Harris. Our nation deserves two competing parties who can work together when possible, and compete honorably when not.
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) November 7, 2020
ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელების უმრავლესეობა ამ დროისთვის მდუმარებით შეხვდა ჯო ბაიდენის გამარჯვებას.
ერთ-ერთ პირველი ვინც ამ ფაქტს გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე რონა მაკდანიელია. მან მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა, რომ "მედია არ წყვეტს ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ამას წყვეტენ ამომრჩეველები".
The media doesn’t decide who wins elections, voters do.
— Ronna McDaniel (@GOPChairwoman) November 7, 2020
In multiple states the margins are razor thin with counting ongoing, several of which are headed for recounts.
მისივე თქმით, გამოძიება აუცილებელია, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა არჩევნების გაყალბებას ადგილი.
რონა მაკდანიელისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარის გამარჯვება მიულოცა რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ.
Ann and I extend our congratulations to President-elect Joe Biden and Vice President-elect Kamala Harris. We know both of them as people of good will and admirable character. We pray that God may bless them in the days and years ahead.
— Mitt Romney (@MittRomney) November 7, 2020
მისი განცხადებით, ის და მისი მეუღლე იცნობენ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს, როგორც კეთილშობილ და შესანიშნავ ადამიანებს.
ჯო ბაიდენისთვის გამარჯვების მილოცვას არ აპირებს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
რუდი ჯულიანმა, დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა ადვოკატმა და ტრამპის მოკავშირემ განაცხადა, რომ ორშაბათიდან შეუდგებიან სამართლებრივ ბრძოლას არჩევნების შედეგების გასასაჩივრებლად.
ცოტა ხნით ადრე, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავიანთ სიმართლეს სასამართლოში დაიცავენ.
ტრამპის შტაბში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენმა იჩქარა, როდესაც თავი არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა.
"მე არ გავჩერდები, ვიდრე ამერიკელი ხალხი არ მიიღებს ხმების კანონიერ დათვლას, რომელსაც ის იმსახურებს და რომელსაც მოითხოვს დემოკრატია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჯო ბაიდენი ჩქარობს ყალბად იპოზიოროს გამარჯვებული სახით. რატომ ცდილობენ მედიაში მის მოკავშირეები დახმარებას - მათ არ სურთ, რომ სიმართლე გაირკვეს", - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელიც შტაბმა გაავრცელა.
ტრამპი მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში თავს ესხმოდა ჯო ბაიდენსა და დემოკრატიულ პარტიას და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მათ არჩევნების გაყალბებასა და ხმების მიტაცებაში ადანაშაულებდა.
ცოტა ხნის, წინ შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პენსიილვანიის შტატში დაჯაბნა თავისი მეტოქე, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საარჩევნო კოლეგიის 273 წევრის ხმა მოიპოვა, რითაც ის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი გახდა.
კალიფორნიის სენატორი კი, როგორც ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, თეთრ სახლში თავის პოსტს დაიკავებს და ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
გარდა ამისა, კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ფერადკანიანი და სამხრეთაზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.