შეერთებული შტატების არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებას მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება.
"ეს არჩევნები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჯო ბაიდენი და მე, ეს ეხება ამერიკის სულს და ჩვენ მზად, ვართ მისთვის ვიბრძოლოთ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. მოდით, საქმეს შევუდგეთ", - წერს კამალა ჰარისი.
This election is about so much more than @JoeBiden or me. It’s about the soul of America and our willingness to fight for it. We have a lot of work ahead of us. Let’s get started.pic.twitter.com/Bb9JZpggLN
— Kamala Harris (@KamalaHarris) November 7, 2020
ცოტა ხნის, წინ შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პენსიილვანიის შტატში დაჯაბნა თავისი მეტოქე, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საარჩევნო კოლეგიის 273 წევრის ხმა მოიპოვა, რითაც ის ამერიკის 46-ე პრეზიდენტი გახდა.
კალიფორნიის სენატორი კი, როგორც ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, თეთრ სახლში თავის პოსტს დაიკავებს და ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
გარდა ამისა, კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ფერადკანიანი და სამხრეთაზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.