ჯო ბაიდენი ერისადმი მიმართვას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 2020-11-06 23:38:00

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი ერისადმი მიმართვისთვის ემზადება. ამის შესახებ ამერიკული მედია ბაიდენის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

სავარაუდოდ, ჯო ბაიდენი ამერიკელ ერს, 6 ნოემბერს, ადგილობრივი დროით, 17:00 საათზე დელავერის შტატის ქალაქ ვილმინგტონიდან მიმართავს.

ჯო ბაიდენს გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. 

ბაიდენს უპირატესობა აქვს საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, სადაც იგი 253-ით 214-ის წინააღმდეგ, უსწრებს პრეზიდენტ ტრამპს. გამარჯვებისთვის კანდიდატმა კოლეგიის 270 ხმა უნდა მიიღოს.

ტრამპის მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენი საკმარისი რაოდენობის შტატებში ლიდერობს. ის ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატში - პენსილვანიაშიც დაწინაურდა.

ფოტო: Reuters