რამდენიმე გავლენიანმა ამერიკულმა ტელეკომპანიამ დონალდ ტრამპის გამოსვლის პირდაპირი ტრანსლაცია შეწყვიტა.
დონალდ ტრამპის მიმართვა, რომელსაც ის თეთრი სახლიდან ახორციელებდა, შეწყვიტეს ტელეკომპანიებმა NBC, ABC, CBS და NBC News MSNBC.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმყოფებით უჩვეულო მდგომარეობაში: არა მხოლოდ ვწყვეტთ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლას, არამედ გვიწევს შევასწოროთ კიდეც", - განაცხადა ტრანსლირების შეწყვეტისას MSNBC-ის წამყვანმა ბრაიან უილიამსმა.
WATCH: "OK. Here we are again in the unusual position of not only interrupting the president of the United States, but correcting the president of the United States," Brian Williams says on @MSNBC moments into the president's statement tonight. pic.twitter.com/2AliTQuSsr
— MSNBC (@MSNBC) November 6, 2020
"უმეტესწილად, ის, რასაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, სინამდვილეში სიმართლეს არ შეესაბამება", - დაწერა „ტვიტერზე“ NCBC-ის წამყვანმა, შეპარდ სმიტმა.
President Trump just spoke at the White House, as key states continue to count votes.
— The News with Shepard Smith (@thenewsoncnbc) November 6, 2020
Shep has the facts: “What the President of the United States is saying, in large part, is absolutely untrue.” #Election2020 https://t.co/E6DBt6OodD pic.twitter.com/HVa87qUCzB
პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა CNN-ის წამყვანი ჯეიკ ტაპერი, რომლის თქმით, ტრამპის სიტყვები თითქოს მის ოპონენტს [ჯო ბაიდენი] არჩევნების მოპარვა სურს, არის ყალბი.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ მის ხმებს იპარავენ და არჩევნებში იმარჯვებს "თუ დათვლიან ლეგალურ ხმებს".
მისივე თქმით, "კორუფცია და თაღლითობა" ხმის მიცემის პროცესში გრძელდება.
ტრამპი ხმების მიტაცებასა და გაყალბებაში ადანაშაულებს როგორც კონკურენტ ჯო ბაიდენს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელს.
ის ამტკიცებს, რომ გადამწყვეტ შტატებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, მაგრამ შემდეგ მისი ოპონენტისთვის მიცემული ხმები გაიზარდა.
ტრამპს მიაჩნია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა, ფოსტით ხმის მიცემას კი კატასტროფა უწოდა.
მიუხედავად ბრალდებებისა, დონალდ ტრამპს ამის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ამ დროისთვის, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვინაობა უცნობია. რამდენიმე შტატში ხმის დათვლა კვლავ გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, საარჩევნო კოლეგიის წევრთა 253 ხმით ჯო ბაიდენი ლიდერობს, ტრამპს - 214 ხმა აქვს.