ტრამპი ამბობს, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები მოქალაქეებს თავისი ნების გამოხატვაში ხელს უშლიან

საქართველო, თბილისი - 2020-11-04 12:41:00

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ სხვა მოქალაქეებს არჩევენებში თავისი ნების გამოხატვაში ხელი შეუშალონ.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ქვეყანაში 46-ე პრეზიდენტს ირჩევენ. ტრამპის მეტოქე დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენია. ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს.

ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირ, არამედ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით.

არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა.

ამ მომენტისთვის ტრამპს საარჩევნო კოლეგიის წევრთა 213 ხმა აქვს, ხოლო ბაიდენს 0- 224. 

ფოტო: Reuters