მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ქუთაისელებს მოუწოდებს მხარი იმ პარტიებს დაუჭირონ, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს

საქართველო, თბილისი - 2020-10-28 21:27:00

"ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას ! "- ასეთი შინაარსის პოსტერები გამოჩნდა ყოფილი საპარლამენტო ქალაქის ქუჩებში.

მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქუთაისელებს მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს.

პოსტერებზე ჩამოთვლილია პარლამენტი და ყველა ის საჯარო დაწესებულებები: სემეკი, კონტროლის პალატა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქუთაისიდან თბილისში გადაიტანა.