ფრანგული სატირული გამოცემის "შარლი ებდოს" გარეკანზე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის კარიკატურა გამოქვეყნდა.
Erdogan : dans le privé, il est très drôle !
— Charlie Hebdo (@Charlie_Hebdo_) October 27, 2020
Retrouvez :
👉 Laïcité : zoom sur le CCIF par @LaureDaussy
👉 Voyage dans la crackosphère parisienne par @AntonioFischet8 et Foolz
👉 Reportage à Lunéville et son théâtre par Juin
➡ Disponible demain ! pic.twitter.com/jxXqKrvXbK
თურქეთის ხელისუფლება უკვე გამოეხმაურა მომხდარს და დაგმო ჟურნალში ერდოღანის კარიკატურის გამოქვეყნება.
თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ეს კარიკატურა არის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ანტი-მუსლიმური პოლიტიკის შედეგი.
მანამდე ერდოღანმა თურქეთის მოსახლეობას ფრანგული პროდუქციის ბოიკოტისკენ მოუწოდა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მოსთხოვა, შეაჩერონ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის "ანტი-ისლამური" საქმიანობა.
საფრანგეთსა და თურქეთს შორის ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარიზის სიახლოვე მასწავლებელს მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის თავი მოჰკვეთეს.
მაკრონმა პირობა დადო, რომ დაიცავს ქვეყნის სეკულარულ ღირებულებებს რადიკალური ისლამისგან. ერდოღანმა მკაცრად გააკრიტიკა მაკრონი, ის "ანტი-ისლამურ" საქმიანობაში დაადანაშაულა და "ფსიქიკის მკურნალობისკენ" მოუწოდა.
ერდოღანის კრიტიკას საფრანგეთმა ანკარიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოხმობით უპასუხა.