ხმა მივეცი კაცს, რომლის სახელია ტრამპი - დონალდ ტრაპმა არჩევნებში ხმა მისცა

საქართველო, თბილისი - 2020-10-24 20:31:00

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

ხმის მიცემის უფლებით, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში ისარგებლა.

"ხმა მივეცი კაცს, რომლის სახელია ტრამპი", - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ.

შეერთებულ შტატებში 50 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საყოველთაო არჩევნებში საკუთარი არჩევანი წინასწარ უკვე გააკეთა. საყოველთაო არჩევნების ოფიციალური თარიღი 3 ნოემბერია.

პრეზიდენტის გარდა, 3 ნოემბერს ამერიკელი ამომრჩეველი აირჩევს 435 კონგრესმენსა და 33 სენატორს, ასევე რამდენიმე შტატის გუბერნატორს.

ფოტო: Reuters