ამერიკელმა ასტრონავტმა პრეზიდენტის არჩევნებზე ხმა კოსმოსიდან მისცა

საქართველო, თბილისი - 2020-10-23 15:26:00

ამერიკელმა  ასტრონავატმა ქეით რუბინსმა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფება, კოსმოსიდან აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე  ხმა მისცა. ამის შესახებ რუბინსი Twitter-ზე წერს.

"დღეს ხმა მივეცი", - იუწყება რუბინსი. ის პოსტთან ერთად აქვეყნებს ფოტოს კაიუტის ფონზე, სადაც კიდია სახუმარო ტაბლო "კენჭისყრის კაბინა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე".

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება. წინასწარი კენჭისყრა რამდენიმე შტატში უკვე დაიწყო.