ხაბაროვსკში რუსული ბომბდამშენი Су-34 ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 2020-10-21 14:17:00

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში გეგმიური საწვრთნელი ფრენის დროს რუსული ბომბდამშენი Су-34 ჩამოვარდა. იუწყება "ინტერფაქსი" აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

"21 ოქტომბერს, ხაბაროვსკის ტერიტორიაზე, გეგმიური საწვრთნელი ფრენის დროს, ჩამოვარდა Су-34. მფრინავებმა მოახერხეს დროული კატაპულტირება. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი მინდორში ჩამოვარდა და შემთხვევას ინფრასტრუქტურის განადგურება, ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ფოტო: RIA