ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 2020-10-20 21:26:00

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა. გასულ 24 საათში "კოვიდ-19"-ით 21 331 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 241 ადამიანი.

პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსის 762 542 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 43 967 ადამიანი.

ბოლო კვირების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა 12 ოქტომბერს ადგილობრივი ლოკდაუნის სამდონიანი ახალი სისტემის შესახებ განაცხადა.

უელსის ხელისუფლებამ 23 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე ლოკდაუნი გამოაცხადა: დაიკეტება არასასურსათო მაღაზიები, სპორტული ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები. მოქალაქეებმა შესაძლებლობის მიხედვით სახლებიდან უნდა იმუშაონ. სხვადასხვა ოჯახის წევრები, ცალკეული გამონაკლისის გარდა, ერთმანეთს ვერც დახურულ და ვერც ღია სივრცეებში შეხვდებიან.