ბადრო ჯაფარიძეს COVID-19 არ დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 2020-10-19 10:32:00

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს ბადრო ჯაფარიძეს COVID-19 არ დაუდასტურდა. როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს,  PCR ტესტის პასუხი უარყოფითია.

"ჩემი დიდი ოჯახის, გუნდის, საზოგადოების და მედიის უსაფრთხოების გამო, გავიკეთე PCR ტესტი - პასუხი უარყოფითია.
იმედი მაქვს, მამუკა ხაზარაძის განმეორებითი ტესტი, ასევე უარყოფითი აღმოჩნდება და საქართველოს მოქალაქეებთან აქტიურ შეხვედრებს მალე დაუბრუნდება", წერს ბადი ჯაფარიძე.