გერმანიის პრეზიდენტი მისი დაცვის წევრის ინფიცირების შემდეგ თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველო, თბილისი - 2020-10-17 19:57:00

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თვითიზოლაციაში გადავიდა მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება "დოიჩე ველე" პრეზიდენტის ადმინისიტრაციულ ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, 64 წლის შტაინმაიერის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია.

გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 7 830 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.