დონალდ ტრამპის თქმით, მსოფლიოში პოპულარობით მხოლოდ ქრისტეს ჩამორჩება

საქართველო, თბილისი - 2020-10-16 14:32:00

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოპულარობით მხოლოდ იესო ქრისტეს ჩამორჩება. აღნიშნული განცხადება მან ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ გრინვილში, წინაასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

"ერთხელ ვიღაცამ მითხრა: "თქვენ ამ მომენტისთვის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანი ხართ". მე ვუპასუხე, რომ ეს ასე არ იყო. ჩემი თანამოსაუბრე კი დაინტერესდა, თუ ვინ იყო ჩემზე უფრო მეტად სახელგანთქმული და მე ვუპასუხე - იესო ქრისტე", - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

"და თუ ცას შეხედავთ, მიხვდებით, რომ ის (ქრისტე) დიდი სხვაობით ლიდერობს", - დასძინა ტრამპმა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ტრამპი ფაქტობრივად ყოველდღე ჩადის სხვადასხვა შტატში და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ატარებს. ამომრჩევლების წინაშე ის ტრადიციულად აკრიტიკებს თავის ოპონენტს, დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს.

აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.