ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

საქართველო, თბილისი - 2020-10-15 14:29:00

ევროკავშირმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციები შეეხება რუსეთის ექვს მოქალაქესა და ერთ ორგანიზაციას.

"ევროკავშირი ექვს რუს თანამდებობის პირს უყინავს აქტივებსა და უკრძალავს ევროკავშირში შესვლას", - ნათქვამა განცხდებაში.

სანქციები დაუწესდა:

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს, ალექსანდრ ბორტნიკოვს;

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს;

შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის სამმართველოს უფროსს, ანდრეი იარინს;

თავდაცვის მინისტრის ორ მოადგილეს - ალექსეი კრივორუჩკოსა და პაველ პოპოვს;  

ციმბირის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, სერგეი მენიალოს.

სანქცირებულთა სიაში ასევე, მოხვდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტი.

სანქციები ძალაში, გამოქვეყნების შემდეგ, 15 ოქტომბრიდან შევა.

ფოტო: AFP