უნივერსიტეტის სტუდენტები მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დარგვას იწყებენ
საქართველო, თბილისი - 2009-11-16 11:02:00
![]()
დღედან უნივერსიტეტის სტუდენტები მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დარგვას დაიწყებენ. ტყის მასივის გავრცელების ინიციატივა დედაქალაქის მერიას ეკუთვნის, შესაბამისი კურთხევა კი სტუდენტებს დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მისცა.
სამების ტაძარში, ქადაგებისას უწმინდესმა აღნიშნული აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მერიას ნერგების პრობლემა არ შეექმნება.
წირვას თბილისის მერი, ვიცე-მერი და უნივერსიტეტის რექტორიც ესწრებოდნენ