მაკრონმა პარიზსა და საფრანგეთის კიდევ 8 ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 2020-10-14 22:27:00

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში და საფრანგეთის კიდევ 8 ქალაქში კომენდანტის საათი დააწესა.  ეს ქალაქებია: მარსელი, ლიონი, ლილი, ექს-ან-პროვანსი, რუანი, ტულუზა, გრენობლი და მონპელიე.

მაკრონის განცხადებით, კომენდანტის საათის დაწესება კორონავირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლით არის განპირობებული.

კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან დაიწყება და 06:00 საათამდე გასტანს.

"კომენდანტის საათი ამოქმედდება შაბათიდან და გაგრძელდება მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში", თქვა მაკრონმა სატელევიზიო ინტერვიუში.

მისი თქმით, ასევე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში.