კიმ კარდაშიანმა ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დახმარების ფონდს 1 მლნ დოლარი შესწირა

საქართველო, თბილისი - 2020-10-12 23:01:00

ცნობილმა ამერიკელემა ტელეწამყვანმა კიმ კარდაშიანმა "სრულიად სომხეთა ფონდ აისტანს", რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დახმარებას ეწევა, 1 მილიონი დოლარი შესწირა.

მანამდე კიმ კარდაშიანმა საზოგადოებას მოუწოდა შეერთებოდნენ აქციას "ჩვენ, ჩვენი საზღვრები: ყველაფერი არცახისთვის".

სომხური წარმოშობის ამერიკელმა ტელეწამყვანმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ხალხს მოუწოდა სომხეთისა და ყარაბაღის დასახმარებლად თანხა შეეგროვებინათ.

საქველმოქმედო ფონდმა თანხის შეგროვება მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან - 27 სექტებრიდან დაიწყო.