შვედი გარემოსდაცვითი აქტივისტი გრეტა თუნბერგი ამერიკელებს მოუწოდებს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცენ დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს, პლანეტის კლიმატის დასახმარებლად.
"მე არასდროს ვმონაწილეობ პარტიულ პოლიტიკაში. მაგრამ აშშ-ის მომავალი არჩევნები ამ ყველაფერს სცილდება... ყველამ ხმა მიეცით ჯო ბაიდენს", - დაწერა 17 წლის აქტივისტმა Twitter-ზე.
დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებს გარემოსდაცვით აქტივისტებს, რომლებიც თვლიან, რომ საგანგებო ზომების მიღების გარეშე დედამიწას ეკოლოგიური კატასტროფა ელოდება. მას გრეტა თუნბერგიც არაერთხელ გაუკრიტიკებია.
ჯო ბაიდენ კი აქებს აქტივისტის ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართება.
I never engage in party politics. But the upcoming US elections is above and beyond all that.
— Greta Thunberg (@GretaThunberg) October 10, 2020
From a climate perspective it’s very far from enough and many of you of course supported other candidates. But, I mean…you know…damn!
Just get organized and get everyone to vote #Biden https://t.co/gFttFBZK5O