სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 2020-10-10 12:59:00

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. 

სომხეთის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, რომელიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, შუშანა სტეპანიანის განცხადებას ეყრდნობა, ცეცხლის შეწვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან [ამოქმედდა 12:00 საათზე] 5 წუთში, აზერბაიჯანულმა ძალებმა [12:05 საათზე] თავდასხმა განახორციელეს ტერიტორიაზე, რომელსაც "ყარაღანბეილის" უწოდებენ.

"არცახის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები იღებენ შესაბამის ზომებს მტრის შეტევის შესაჩერებლად", - თქვა სტეპანიანმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი და სომხეთი, ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.