სომხეთის განცხადებით აზერბაიჯანის ძალებმა ქალაქ შუშაში ეკლესია დაბომბეს

საქართველო, თბილისი - 2020-10-08 15:43:00

სომხეთის განცხადებით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის ქალაქ შუშაში ტაძარს დარტყმა მიაყენეს.

"მტერმა დაარტყა შუშის სიმბოლოს - ყაზანჩეცოცის ეკლესიას, რომელიც 90-იანი წლების ომის შემდეგ აღდგა", - აცხადებენ სომხეთის ერთიან საინფორმაციო ცენტრში.  

სომხური ტაძარი შუშაში მეცხრამეტე საუკუნეშია აგებული, მას რესტავრაცია მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ჩაუტარდა.