პოლონეთმა "გაზპრომი" 7,6 მლრდ დოლარით დააჯარიმა

საქართველო, თბილისი - 2020-10-07 13:12:00

პოლონეთის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა UOKiK "გაზპრომს" და კიდევ ხუთ კომპანიას, რომლებიც გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობაში მონაწილეობენ, 7,6 მლრდ დოლარით დააჯარიმა.

მარეგულირებელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასევე შეწყდება კონტრაქტების მოქმედება, რომელიც გაფორმებული იყო "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის დაფინანსებისათვის.

ცოტა ხნის წინ UOKiK-მა განაცხადა, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მუშაობაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევებზე გამოძიება დაიწყო.

აგვისტოში UOKiK-მა "გაზპრომი" 50 მლნ ევროთი დააჯარიმა მისი მხრიდან პროექტ "ჩრდილოეთის ნაკადი 2 -ის მიმართ დაწყებულ გამოძიებაში თანმაშრომლობაზე უარისთვის.