პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად, რუსმა აქტივისტებმა სახელმწიფო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდეს

საქართველო, თბილისი - 2020-10-07 12:04:00

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად, რუსმა აქტივისტებმა სახელმწიფო შენობებზე ლგბტ დროშები დაკიდეს. აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორი Pussy Riot-ია.

მათი განცხადებით, ლგბტ დროშები დაკიდეს რუსეთის სახელმწიფოებრიობის ყველა მნიშვნელოვან სიმბოლოზე: უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაზე (ე.წ. ლუბიანკა), პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უზენაესი სასამართლოსა და კულტურის სამინისტროს შენობებზე.

Pussy Riot-მა წარმოადგინა ასევე მოთხოვნების ჩამონათვალი, მათ შორის ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება, ჩეჩნეთში გეების, ლესბოსელების, ტრანსგენდერი და ქვიარი ადამიანების მკვლელობებისა და გატაცებების გამოძიება.

პუტინი დღეს 68 წლის გახდა.