Apple-მა ახალი iPhone-ის პრეზენტაციის თარიღი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 2020-10-06 21:05:00

ამერიკულმა კორპორაციამ Apple-მა ახალი iPhone-ის პრეზენტაციის თარიღი დაასახელა.

ღონისძიების პირდაპირი ეთერით გადაცემა 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, კომპანიის ვებგვერდსა და YouTube არხზე.

მოსაწვევის ლოზუნგი, რომელიც კომპანიამ პრესას გაუგზავნა, არის "Hi Speed". Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Apple წარადგენს ახალი iPhone-ის ოთხ მოდელს, 5G მხარდაჭერით.

თითქმის ერთი თვის წინ, 15 სექტემბერს, კომპანიის ახალი პროდუქტების ყოველწლიური პრეზენტაცია შედგა. პირველად 12 წლის შემდეგ, iPhone-ის ახალი მოდელები პრეზენტაციაზე არ წარდგენილა. 

სექტემბრის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ახალი "ჭკვიანი საათი" - Apple Watch Series 6, რომელსაც შეუძლია გაზომოს ჟანგბადის დონე სისხლში. გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა iPad-ის ახალი მოდელი, ასევე Apple Watch SE-ის ბიუჯეტური ვერსია.